|
2016-04-30 10:03:23, 955 ნახვა
სამართალი
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, მართლმადიდებელი სამყარო დღეს ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით 14:00 საათზე შევა და საფლავი ტრადიციულად ცვილის ბეჭდით დაილუქება. კუვუკლიაში შესვლამდე პატრიარქს გაჩხრეკენ, რადგან არაფერი შეიტანოს ისეთი რითაც სანთლის ანთება შესაძლებელი იქნება. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან. წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში შაბათს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)