23:08 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 17:12:23, 556 ნახვა

საზოგადოება
"აუდიტორია 115"-ის წევრები დარეჯან თვალთვაძეს საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ

თსუ-ის პირველ კორპუსში, სტუდენტებსა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელ დარეჯან თვალთვაძეს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უნივერსიტეტში ჩასატარებელ არჩევნებზე ისაუბრა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო.

"აუდიტორია 115"-ის წევრებმა დარეჯან თვალთვაძე საარჩევნო აგიტაციაში დაადანაშაულეს და ჰკითხეს, აპირებს თუ არა მონაწილეობას რექტორის არჩევნებში. რაზეც თვალთვაძემ უპასუხა, რომ "წინასწარ ვერაფერს იტყვის. "აუდიტორია 115"-ის წევრებმა თვალთვაძეს საკუთარი დეკანობის პერიოდი გაახსენეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, "ის მახინჯი სისტემის ნაწილი იყო, არაფერი შეცვალა და, შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლება არ აქვს".

შეხვედრას "აუდიტორია 115"-ის წევრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა, რომლებმაც შეხვედრა უკვე დატოვეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics