|
2016-04-28 10:54:42, 446 ნახვა
პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციის თემაზე, საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის საკითხს ევროკავშირში ცალ-ცალკე განიხილავენ
„მოგერინიმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიმეორა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველას პოზიცია არის ერთი და ძალიან მარტივი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. უსუფაშვილის განცხადებით, მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა და დამატებითი წინაპირობები ვიზალიბერალიზაციის პროცესში მოსალოდნელი არ არის. „ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონმა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გაიმეორა, რომ ის პოზიცია, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატა ევროპის კომისიამ, არის ძალაში, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში არა მხოლოდ მისი მხრიდან, არამედ კომისიის პრეზიდენტის - იუნკერის, საბჭოს პრეზიდენტის - ტუსკის, პარლამენტის თავმჯდომარის -შულცის, ყველას პოზიცია არის ერთი და ძალიან მარტივი, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, რომ დამატებითი მოთხოვნები, წინაპირობები ვიზალიბერალიზაციის პროცესში მოსალოდნელი არ არის. ამასთანავე, საკითხის განხილვას სჭირდება გარკვეული დრო. პარლამენტში კენჭისყრისას არ არის გამორიცხული, რომ ამა თუ იმ პარლამენტის წევრმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებიდან თუ სხვა რაიმედან გამომდინარე, სხვანაირად დასვას საკითხი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ევროპული ინსტიტუტების პოზიცია. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის ყველასგან, მათ შორის ქალბატონი მოგერინისგან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ამასთან, მისივე განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველი საკითხი ბევრია, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების კონკრეტულ თარიღებს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ. „ევროკავშირს, დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი აქვს განსახილველი, მათ შორის ვიზებთან დაკავშირებული თემები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, უკრაინასთან. ჩვენ მივიღეთ ამ საკითხშიც ძალიან მყარი პოზიცია ევროკომისიის და ევროკავშირის სხვა ხელმძღვანელების, რომ საკითხები იქნება განხილული ცალ-ცალკე, შესაძლოა პროცესი იყოს პარალელურად, ანუ ერთი დღის განმავლობაში იყოს განხილული, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს თემების გადაბმა და ერთი ქვეყანა დაელოდოს მეორე ქვეყანას და ასე შემდეგ. თუმცა, ობიექტურად, ვინაიდან თემები ბევრი აქვს ევროკავშირს, მათ შორის ევროპარლამენტს, კონკრეტულ თარიღებს და დღეებს ვერ ასახელებენ როდის მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)