|
2016-04-27 13:14:51, 833 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფრგლებში რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს, ბრიგადის გენერალ მარინ ანდრეინას და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, საქართველოს შს მინისტრსა და ქართულ დელეგაციას მასპინძლებმა რუმინეთის ჟანდარმერიის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და უწყების მიზნებსა და ფუნქციებზე დეტალურად ისაუბრეს. შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებსა და რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. რუმინულმა მხარემ ქართველ კოლეგებთან ღრმა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ქართველი ოფიცრები 2016 წლის სექტემბერში ჟანდარმერიაში დაგეგმილ მაღალი დონის სწავლებაზე მიიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს შს მინისტრმა რუმინეთის ჟანდარმერიის ინფრასტრუქტურა და შეიარაღება დაათვალიერა. სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის, გენერალურმა ინსპექტორატმა ჟანდარმერიის საჩვენებელი წვრთნები მოაწყო. სიმულაციური ჩვენება უწყების ძირითადი დანიშნულების დემონსტრირებას ემსახურებოდა. გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის ჟანდარმერიის სამახსოვრო წიგნში სპეციალური ჩანაწერი გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)