|
2016-04-27 10:50:21, 453 ნახვა
პოლიტიკა
ელიოტ ენგელი: საბოლოოდ, საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი
საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და კონგრესმენების-ედ როისისა და ელიოტ ენგელის შეხვედრის მთავარი თემები. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მთავარი სტრატეგიულ პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას. გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ამერიკულმა მხარემ შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. "ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მე ვიყავი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების მხარდამჭერი. ვთვლი, შეცდომა იყო ნატოს მხრიდან, რომ მაშინ ეს ქვეყნები ალიანსმა არ მიიღო თავის რიგებში. დღესაც ვთვლი, რომ ისინი უნდა გაწევრდნენ ნატოში და გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. საბოლოოდ, საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)