19:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 17:44:29, 859 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლაევში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "ნიკოლაევი-ბათუმი" ჩატარდა

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში დღეს საინვესტიციო ფორუმი "ნიკოლაევი-ბათუმი" გაიხსნა.  

ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს ეცნობიან.

ფორუმი აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. მთავრობის ხელმძღვანელი ფორუმის მონაწილეებს მიესალმა. არჩილ ხაბაძემ სიტყვით გამოსვლისას აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და ორ რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს მართავენ.

ფორუმზე ქ.ნიკოლაევის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნენ. პრეზენტაციას ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი გამართავს.

ქ.ნიკოლაევში სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ.

პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს. დელეგაცია უკრაინას 27 აპრილს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics