|
2016-04-25 14:42:18, 664 ნახვა
სამართალი
ნინო გვენეტაძე არასამთავრობოების შენიშვენბის ნაწილს არ ეთანხმება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებიით არასამთავრობოების შენიშვნების ნაწილს არ ეთანხმება. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეს უკვე მეოთხე ანგარიშია, რაც საბჭოს მუშაობას ეხება და გასაუბრების რეჟიმი ღიად ჩატარდება. „რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს, ეს საბჭოს მიერ გაწერილი რეგულაციებია. საკონკურსო ეტაპი არის სხვა, ხოლო გასაუბრება სხვა ეტაპი, რომელზეც ყველაზე მეტი შენიშვნა იყო მონიტორინგის ანგარიშში. ამ საკითხში, კანდიდატის თანხმობით, ჩვენ ღიად ვაცხადებთ გასაუბრების რეჟიმს, რომელზე დასწრების უფლებაც მედიას და დაინტერესებულ პირებს აქვთ. ამ შთხვევაში, მე ვერ დავეთანხმები მონიტორინგის შედეგად გაჟღერებულ სენსიტიურ თემებს, რომელიც ადამიანის უფლებებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებთან დაკავშირებით გასაუბრების დროს საბჭოს წევრთა მიერ დასმულ კითხვებს შეეხება. ჩვენ მიზანმიმართულად ყველა ასეთ სენსიტიურ საკითხზე ვსვამთ კითხვებს და ვიღებთ მოსამართლეთა პასუხებს”, - განაცხადა გვენეტაძემ. გვენეტაძეს განცხადებით, საბჭოს წევრთა მხრიდან რამე არათანაბარ პირობებში კანდიდატების ჩაყენების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „რაც შეეხება საკითხს გადაყვანა-დაწინაურებასთან დაკავშირებით, ეს არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, სადაც ზოგადი რეგულაციებია. ჩვენ გვაქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმატში რეგლამენტში მიღებული გადაწყვეტილებები, რაც არასაკმარისია და ბევრი შენიშვნა ნამდვილად არის გაკეთებული. ბუნებრივია, ეს საბჭოს მიერ იქნება გაანალიზებული”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. ცნობისთვის, სასტუმრო Holiday Inn-ში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავენ, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)