|
2016-04-22 17:55:59, 836 ნახვა
სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“ დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“-ის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მონაწილეებს სწავლების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. უწყების ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“-ის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე დაესწრნენ. „INFO 2016" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2016-ის" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს და „გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის საინფორმაციო ოპერაციების განყოფილების ინიციატივით ჩატარდა. ხუთდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა კრიზისული ვითარების დროს საინფორმაციო მოქმედებები დაგეგმეს და განახორციელეს. წვრთნების მიზანს თავდაცვითი ამოცანების შესრულების დროს საინფორმაციო ოპერაციების წარმართვა და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის დახვეწა წარმოადგენდა. სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელიც სიმულაციური ოპერაციებისას ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)