|
2016-04-22 12:02:34, 396 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-გერმანიის შერეული კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა
„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ" 1993 წლის 25 ივნისის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს საგარეო უწყებაში ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხრიდან კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ასევე კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის და შესაბამისი დარგობრივი უწყებების სხვა წარმომადგენლები. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების კულტურისა და კომუნიკაციების გენერალური დირექტორი ანდრეას გორგენი. კომისიაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის სრული სპექტრი - გერმანიაში ქართული ენისა და საქართველოში გერმანული ენის ხელშეწყობის, აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთობების, პროფესიული განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2017 წლის საქართველო- გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვაზე, ასევე 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დეტალებზე. კომისიის მუშაობის შედეგად, მხარეებს შორის გაფორმდა ოქმი, რომელსაც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)