|
2016-04-22 11:57:33, 428 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეცხრე რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები შეაფასეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაცია მიესალმა ქვეყნის პროგრესს ამ კუთხით და მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელდა. კერძოდ, ევროკავშირი მიესალმება ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას და აღნიშნავს, რომ ამ კანონით ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, განურჩევლად რელიგიის ან რწმენის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და სხვა. „დელეგაციამ დადებითად შეაფასა ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის კუთხით და მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირების პროცესი, გაზარდოს პოლიტიკაში ქალთა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედება და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები. პოზიტიურად შეფასდა, აგრეთვე, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმები როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისათვის. აღინიშნა პროგრესი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ევროკავშირის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა იუსტიციის მინისტრის ინიციატივას, საქართველოშივე მოგვარდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საქმეები და ეროვნულ დონეზე უზრუნველყოს დანაშაულის მსხვერპლთა ზიანის სწრაფი კომპენსაცია. აღინიშნა ის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც რეპრესიის მსხვერპლთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებასი. შემდეგი დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თბილისში 2017 წელს გაიმართება. საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ფორმატი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების ანალიზისა და შეფასების მექანიზმია. ის მონიტორინგს უწევს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პროგრესის შეფასებამდე ევროკავშირის დელეგაცია შეხვედრებს მართავს ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)