|
2016-04-21 14:54:04, 548 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგები პროგნოზირებადი არ უნდა იყოს
"ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგები, რასაკვირველია, პროგნოზირებადი არ უნდა იყოს",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის განხორციელებას რამდენიმე მიზეზის გამო ელის-პირველი, რომ საქართველოსთვის არჩევნების პროცესში მონიტორინგი მნიშვნელოვანია და მეორე-2016 წლის არჩევნები გამჭვირვალე უნდა იყოს: "2012 წლამდე ხდებოდა რეჟიმების შეცვლა, მაგრამ ეს ცვლილება არ ხდებოდა არჩევნების მეშვეობით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2012 წელს საქართველოს ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც გაუტოლდა რეჟიმის ცვლილებას. 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, თანასწორ გარემოში ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები.წელს კი ამას საპარლამენტო არჩევნები შეავსებს.ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგები, რა თქმა უნდა, პროგნოზირებადი არ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც არ ხდება კონტროლი, თუ რა ცენზურაა ახალ ამბებზე და თითოეული კანდიდატის მიმართ ხმის მიცემის საკითხს ვიღაც არ უბრძანებს ადამიანებს. ჩვენ მოველით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის განხორციელებას ორი მიზეზის გამო, პირველ რიგში, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მონიტორინგი არჩევნების პროცესში, ჩვენ ყოველთვის თქვენი იმედი გვქონდა ამ პროცესში და მეორე, არჩევნები, რომელიც 2016 წელს გაიმართება, უნდა იყოს გამჭვირვალე თანაბარ გარემოში წარმართული. ჩვენ გვსურს თქვენც აღიაროთ შედეგები იმის მიუხედავად, რა იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ გზას დემოკრატიული კონსოლიდაციისაკენ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)