|
2016-04-21 10:47:00, 779 ნახვა
სამხედრო
ბესიკ ლოლაძე DIB-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის“ (DIB) ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთერთანამშრომლობასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2011 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის“ ჯგუფთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება სამინისტროს სისტემაში პერსონალის მართვის რეფორმას, კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით გატარებულ რეფორმებს. სტუმრებს წარვუდგინეთ ჩვენ მიერ განცდილი პროგრესი ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მათ დადებითად შეაფასეს“, - განაცხადა ბესიკ ლოლაძემ. „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობა“ (Defense Institution Building) წარმოადგენს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს, დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თავდაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ჯგუფი კონსულტაციების, რეგულარული შეხვედრებისა და სხვა სამუშაო ფორმატის ფარგლებში უზიარებს პარტნიორ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას და ეხმარება მათ თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში. „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის“ ჯგუფთან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეძლო განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: შერჩევის პროცესი, სამუშაოთა კლასიფიკაცია, კომპეტენციების მართვა, ტალანტ-მენეჯმენტი, სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვისა და შეფასების სისტემა, წოდებრივი ანაზღაურების სისტემა, საპენსიო და საკომპენსაციო სისტემებისა და ვარსკვლავიანი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, ასევე, ეთიკისა და ღირებულებების სტანდარტების განსაზღვრის მიმართულებით მუშაობის დაწყება.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)