|
2016-04-21 10:40:57, 595 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ჩინეთში იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხოელი ექსპერტების საქმეთა სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAFEA) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციასა და გლობალურ ინტელექტუალურ ფორუმში. გლობალური ინტელექტუალურ ფორუმის გამოფენაზე წარმოდგენლი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტენდი, სადაც ფორუმის მონაწილე ექსპერტები და დაინტერესებული პირები გაეცნენ ცენტრის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომელთა გაცვლის საერთაშორისო ასოციაციასთან. მემორანდუმის მიზანია ჩინურ და ქართულ მხარეებს შორის სამეცნიერო და ტექნიკური მიმართულების პერსონალის გაცვლის მხარდაჭერა, ერთობლივი პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მომსახურების სფეროებში. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომელთა გაცვლის საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან. ჩინეთის ინსტიტუტების მოთხოვნით და სოფლის მეურნეობის სამცენიერო-კვლევითი ცენტრის რესურსებზე დაყრდნობით, ცენტრს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს გამოცდილ საერთაშორისო ექსპერტებს ჩინეთის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის, უშუალოდ ცენტრიდან ან სხვა ორგანიზაციიდან ტექნოლოგიების გაცვლის მიზნით.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)