|
2016-04-20 09:36:51, 540 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა კონფლიქტურ რეგიონთან მდებარე საგუშაგო მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტურ რეგიონთან არსებული რუხის საგუშაგო მოინახულა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცებს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი მოადგილეებთან ერთად, სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოსაც ესტუმრა. შს მინისტრმა ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილმა ჯარისკაცებთან ერთი დღე გაატარა, თანამშრომლების მუშაობის პროცესსა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს პირადად გაეცნო. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში განხორციელებული რეფორმების შედეგად, პირადი შემადგენლობის სოციალური პირობები გაუმჯობესდა, დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურები განვითარდა და თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა, სამეთაურო და სპეციალური დანიშნულების მანქანები შესაბამისი საკომუნიკაციო და მართვის საშუალებებით შეიარაღდა, რამაც მოსამსახურეთა სამუშაო პირობები და უსაფრთხოების კონტროლის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. შს მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მიმდებარე საგუშაგოებზე სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)