18:52 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 18:22:55, 713 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ-ვიქტორინაში მონაწილეთა რვა ქვეჯგუფი დაკომპლექტდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ-ვიქტორინის მონაწილე სკოლების გუნდები რვა ქვეჯგუფში დღეს კენჭისყრით გადანაწილდა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, პროექტ-ვიქტორინაში  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" თბილისის, რუსთავისა და მცხეთის რაიონის  32 სკოლაა ჩართული. პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის მარტში, ეროვნული არქივის თანამშრომლებმა 1918-1921 წლების ისტორიის შესახებ პრეზენტაცია ყველა სკოლაში ჩაატარეს.  სკოლებს გადაეცა ის ლიტერატურა, რომლის საფუძველზეც ვიქტორინისათვის კითხვები მომზადდება.

ამის შემდეგ თითოეულმა სკოლამ ვიქტორინაში მონაწილეობისათვის ჩამოაყალიბა VIII-XI კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი 5-კაციანი გუნდი.

ვიქტორინა მაისის მეორე ნახევარში გაიმართება, რასაც შეაფასებს სპეციალური ჟიური. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში: „საუკეთესო გუნდი" და  „საუკეთესო მოთამაშე" და  დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზითა და სიგელით.

საგანმანათლებლო პროექტ - ვიქტორინას - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი.

ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეთა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით  დაინტერესებას ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics