|
2016-04-15 15:26:01, 581 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივ ცენტრებში სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები გრძელდება
საზოგადოებრივ ცენტრებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები გრძელდება. ამჯერად დაბა ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგი „კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა“ ჩატარდა. ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგები 13 აპრილს დაიწყო და 25 აპრილს დასრულდება. სწავლება 5 სვადასხვა თემას შეეხება: სამართალი და ადამიანის უფლებები; კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა; რა არის ევროკავშირი?; დისკრიმინაცია; საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები. ტრენინგები განკუთვნილია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და ემსახურება სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. ნებისმიერ დაინტერსებულ პირს აქვს შესაძლებლობა საზოგადოებრივ ცენტრში შეავსოს სარეგისტრაციო განცხადება და ადგილზევე გაიაროს უფასო ტრენინგი. ყოველი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ტრენინგებს ატარებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი სტუდენტები „იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ფარგლებში. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებაა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)