|
2016-04-19 13:37:36, 501 ნახვა
პოლიტიკა
უნივერსიტეტის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევაზე პაპავა „რამდენიმე წლის შემდეგ ისაუბრებს“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო პაპავამ სამწლიანი საქმიანობის პრეზენტაციაზე, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობის მცდელობის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, ტერიტორია, სადაც გაზგასამართი სადგური უნდა აშენებულიყო, არ ეკუთვნოდა უნივერსიტეტს, თუმცა მაინც არ იყო სასურველი ხეების გაჩეხვა. "უნივერსიტეტის ხარჯზე არ შეიძლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. საერთოდ, ქვეყნის ბიზნეს გარემო უნდა გაუმჯობესდეს მთავრობის მუშაობით და არაფრის ხარჯზე არ უნდა მოხდეს", - განაცხადა პაპავამ. როგორც პაპავამ განაცხადა, არ აქვს იმედი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები პოლიტიკური ძალების ჩარევის გარეშე ჩაივლის. "დაინტერესება ძალიან დიდია უნივერსიტეტის ბედით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ვერ და არ ჩაივლის პოლიტიკური ჩარევის გარეშე", - აღნიშნა პაპავამ. პაპავამ უფრო ვრცლად საუბარი ზეწოლის ფაქტებზე და სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით არ ისურვა და აღნიშნა, რომ 10 წლის განმავლობაში იყო პოლიტიკოსი, ზუსტად იცის, სად რა თქვას და როდის გაჩუმდეს. "უფრო ვრცლად რამდენიმე წლის შემდეგ ვისაუბრებ, ყველაფერს ვიტყვი", - განმარტა ლადო პაპავამ.
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)