18:53 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 18:22:57, 622 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა.

გიორგი სეთურიძე 2016 წლის მარტიდან დღემდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი იყო. 2015-2016 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩევლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხრით. 2011-2015 წლებში   კამარა თრეიდინგ კორპორეიშენის (აშშ) გენერალურ დირექტორად. აქვს  ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 

გიორგი სეთურიძე 1969 წლის 10 იანვარს დაიბადა.  დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე, თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მაგისტრის წოდებით.  სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics