|
2016-04-18 17:04:46, 745 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: თბილისი მახინჯაურის მთავრი სარკინიგზო მაგისტრალი რკინიგზის შემოსავლებით დაფინანსდა
"დღეს ჩვენ მოდერნიზაციის ფარგლებში მერვე გვირაბი გავხსენით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, მოლითში გვირაბის გახსნისას ჟურნალისტებთან განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემირმა, თბილისი მახინჯაურის მთავრი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა და აღნიშა, რომ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა "პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს რკინიგზას“, მის ხელმძღვანელობას და ჩვენს კონტრაქტორს. ეს არის 1115 მეტრიანი გვირაბი, რომელზეც დაიხარჯა 12 მილონ დოლარზე მეტი, საბოლოო ჯამში კი, მას მერე, რაც მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიონობა გაიზრდება. რაც ქვეყანაში შემოსავლებს გაზრდის, მოხდება ინვესტიციების განხორციელება და ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის ამაღლება, ამასთან ეს პროექტი ანაკლიის პორტის მთავარი თანმდევი ინფრასტრუქტურაა იმიტომ, რომ ჩვენ პარალელურად უნდა განვითარდეთ ყველა იმ მიმართულებით სადაც ტრანზიტის განვითარების შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, მოდერნიზაციის მთელ პროექტზე 260-მილიონ შვეიცარიული ფრანკზე მეტია დახარჯული, ამასთან როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნულაზე თანხები მიმართული არ არის. "შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ აღნიშნული პროექტი სრულად რკინიგზის შემოსავლებით დაფინანსდა",- განმარტა ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, სს "საქართველოს რკინიგზა" ინჟნერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით დადგენილი ფორმიასა და წესების შესაბამისად ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშნებელო სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" აწარმოებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტი "საქართველოს" რკინიგზის ხელმძღვანელ მაუკა ბახტაძესთან ერთად დაათვალიერა.
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)