|
2016-04-16 16:44:04, 420 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალურ დირექტორს ქრისტიან დანიელსონს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობა იყო. მხარეები ისეთ საკითხებსაც შეეხნენ, როგორიცაა საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრისპირა რეგიონების მცოცავი ოკუპაცია და ადგილზე შექმნილი ვითარება, რუსეთის მხრიდან გააქტიურებული პროპაგანდა და საქართველოში ანტიევროპული განწყობების შექმნის მიზნით მსუბუქ ძალაში დაბანდებული ინვესტიცია. როგორც შეხვედრაზე ქრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რუსეთის გააქტიურებული პროპაგანდა იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა. მისივე თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პროგრესი გამორჩეულადაა აღიარებული, საქართველომ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მისაღებად. „მინისტრ ხიდაშელთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. შესანიშნავია, რომ ყველა წინ მივიწევთ როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით. კომისია ძალისხმევას არ დაიშურებს, დაეხმაროს საქართველოს გამოწვევების გადალახვაში. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ქართველ ხალხს კეთილდღეობას მოუტანს,“ - აღნიშნა ქრისტიან დანიელსონმა. „ბუნებრივია, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე, გაფართოებისა და ახალი უსაფრთხოების პოლიტიკაზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო, გარკვეულწილად, ვიზალიბერალიზაციასაც და იმ მთავარ მოლოდინებს თუ მოთხოვნებს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ამ გზაზე გააჩნია. ეს არის მუშა პროცესი, სადაც ბევრი კითხვა არსებობს. ამ კითხვებზე საქართველოს მხრიდან ძალიან თამამი და ნათელი პასუხები არსებობს. ყველა ერთხმად თანხმდება და ადასტურებს, რომ საქართველოსთვის გზა ვიზალიბერალიზაციისკენ ხსნილია. ამიტომ, იმედია, რომ ბოლო დეტალების შეთანხმება ბევრ დროს არ წაიღებს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ქრისტიან დანიელსონთან ორმხრივი შეხვედრა ბრატისლავაში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ მიმდინარე მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხეობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)