|
2016-04-16 11:25:06, 627 ნახვა
საზოგადოება
„აუდიტორია 115"-ის წევრებმა თსუ-ის მე-6 კორპუსის კარი აჭედეს - სტუდენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრებმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავეს. სასწავლო პროცესი ჩაშლილია და უნივერსიტეტში შესასვლელი კარი შიგნიდანაა აჭედილი. ამ დროისთვის, მე-6 კორპუსში მხოლოდ "აუდიტორია 115"-ის წევრები არიან, უნივერსიტეტის დაცვა კი, გარეთ იმყოფება. ადგილზე მობილიზებულინი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროტესტის ამ ფორმისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც განათლების სამინისტრომ ისინი მოატყუა. აუდიტორია 115 განათლების სისტემის რეფორმის დაწყებას ითხოვს. "აუდიტორია 115"-ს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვს. მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება, უნივერსიტეტში ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება და სასწავლებლებისთვის დაფინანსების გაზრდა. მოძრაობის წევრები ასევე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)