00:06 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 21:49:36, 341 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: არჩევნებამდე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ვგეგმავ

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, არჩევნებამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ მოხდება გუნდის განახლება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს მთავრობას წარმატებული და უფრო წარმატებული მინისტრები ჰყავს.

„რაც შეეხება მთვარობის შემადგენლობას, 100 დღის განმავლობაშ ჩვენ ძალიან მნიშნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. უნდა გითხართ, რომ  მთავრობაში მუშაობს არაერთი ღირსეული ადამიანი, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს  კონკრეტულ დროში.  ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების შემდეგ  ან მანამდე არ მოხდება რაიმე  ცვლილება. ასეთი რამე ყოველთვის შეიძლება მოხდეს.  არის წარმატებული მინისტრები და უფრო წარმატებული მინისტრები. დღესდღეობით, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს პერიოდი გამევლო მათთან ერთად. არჩევნებამდე მე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ. სავარაუდოდ,  იქნება ერთი ან რამოდენიმე ცვლილება.  არჩევნების შემდეგ მოხდება გუნდის განახლება და გვეყოლებიან  ძველი გუნდიდანაც წარმომადგენლები და  რა თქმა უნდა იქნებიან  ახალი წევრები ჩვენი გუნდის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics