|
2016-04-15 21:41:48, 379 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი NDI-ზე: კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს ადეკვატურად იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშილის განცხადებით NDI (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ამის შესახებ პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთნ შეხვედრაზე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებთნ დაკავშირებით განაცხადა. თუმცა, პრემიერი ფიქრობს, რომ კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახვს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. პრემიერის თქმით, „არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას“. „რაც შეეხება კვლევას, მას ახორციელებს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი ან კვლევის მოცულობა არ იყოს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები. მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას. კვლევაში არის ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტები. თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს, იგივე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტულ რაოდენობასთნ მიმართებაში და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. რაც ეხება პიროვნებების პოლულარობას, თუ არაპოპულარობას და არაპოპულარობის რეიტინგებს, ამიტომ ასე ერთი ხელის მოსმით არ ივარგებს ნეგატიური კომენტარის გაკეთება. შესაძლოა რაღაცას ვენდობოდეთ, რაღაცას არ ვენდობოდეთ. ნებისმიერი კვლევა რაღაცა კუთხით ალბათ საინტერესოა და წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელია რაღაც მომენტები. არის გარკვეული მაჩვენებლები ამ კვლევის, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ რეალობისგან და განცდისგან. მაქვს უფლება, ვთქვა, რომ კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს ადეკვატურად იმ რეალობას, რომელიც ჩევნს ქვეყანაშია“,-განცხადა პრემიერმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)