|
2016-04-15 17:59:53, 352 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის შს მინისტრი: გავაგრძელებთ საქართველოში იმ პირების რეადმისიას, რომლებსაც დაცვა არ სჭირდებათ
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მეზიერი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანიაში დაცვას არ საჭიროებენ, ქვეყანა სწრაფად უნდა დატოვონ, - ამის შესახებ გერმანიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია. როგორც თომას დე მეზიერმა აღნიშნა, ეს იმ პირთა ინტერესშია, ვინც ნამდვილად საჭიროებს დაცვას. მისივე განმარტებით ეს მათი ქვეყნის ინტერესებშიცაა. „დღევანდელი ღონისძიება ცალსახა გზავნილი უნდა იყოს: ისინი, ვინც ჩვენთან დაცვას არ საჭიროებენ, პროცესის დასრულების შემდგომ, გერმანია სწრაფად უნდა დატოვონ. თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდება, აღსრულდება გაძევების გზით. ეს არის იმ პირთა ინტერესში, ვინც ნამდვილად საჭიროებს დაცვას და, აგრეთვე, მათივე ქვეყნების ინტერესში. მე და ჩემი ქართველი კოლეგა შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ საქართველოში იმ პირების რეადმისიას, რომლებსაც დაცვა არ სჭირდებათ", - განაცხადა თომას დე მეზიერმა. გერმანიამ ჩარტერული რეისით საქართველოს 21 მოქალაქის საქართველოში რეადმისია განახორციელა. რეადმისიაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ფედერალურმა მიწამ: ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიამ, ბადენ-ვიურთემბერგმა, რაინლანდ-პფალცმა და ბავარიამ. შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრები საქართველოს 22 592 მოქალაქიდან, 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის დატოვების ვალდებულების მქონე იყო 2 240 პირი. გერმანიამ 2015 წელს თითქმის 300 ქართველის, ხოლო 2016 წლის იანვარ-თებერვალში, დაახლოებით, 50 ქართველის რეადმისია განახორციელა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)