|
2016-04-15 18:05:02, 543 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სამუშაოები 132 ობიექტზე მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში 4 თვის მონაცემებით მოქალაქეთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები დასრულდა და მიმდინარეობს რაიონის ამხანაგობების 132 ობიექტზე. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რემონტდება 78 ობიექტი, ხოლო 4 თვის მონაცემებით სამუშაოები უკვე დასრულდა 54 ობიექტზე. მათივე ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში გამგეობის მიერ სარემონტო სამუშაოები უტარდება: ბრტყელ სახურავებს, ქანობიან სახურავებს, ლიფტებს, სადარბაზოს კარებს, წყალ-კანალიზაციას, წყალსაწრეტ მილებს, რემონტდება სადარბაზოები, სართულშორის ნაპრალები, კიბეები. ხორციელდება კაპიტალური გამაგრების სამუშაოები, იქმნება კაპიტალური გამაგრების პროექტები, განისაზღვრება მიშენების მდგრადობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)