|
2016-04-15 16:41:09, 835 ნახვა
სამართალი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა თბილისში, 73 700 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც მოქალაქე გ.მ.-ს ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე გადაჰქონდა შპს „მ.ზ.“-ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი, კერძოდ, ელექტროტექნიკა. „სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილებამ ჩაატარაა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ელექტროტექნიკის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 73700 ლარი. აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)