|
2016-04-15 16:27:14, 387 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური კოორდინატორი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის პროცესის წარმატებულ დასრულებას ელოდება
„ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, რადგან საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მართლაც დადებით შედეგებს მიაღწია“, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა კოორდინატორმა, მონიკა ჰოლმაიერმა, სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჰოლმაიერის განცხადებით, ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში მოხდება. „ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, რადგან საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მართლაც დადებით შედეგებს მიაღწია. საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე ევროკომისიასთან. რაიმე დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოკლე დროში გადავჭრით ამ პრობლემებს" - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა კოორდინატორმა, მონიკა ჰოლმაიერმა, სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში მოხდება. ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 2016 წლის 13-14 აპრილს გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)