|
2016-04-15 15:40:46, 1145 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ავტომობილები უკვე საქართველოშია. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მათი სამედიცინო წესით აღჭურვა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა პირადად გაეცნო. აღჭურვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 20 მაღალი გამავლობის მანქანა რეგიონებში განაწილდება. რაიონულ სამსახურებს სპეც-ავტომობილები საჭიროების მიხედვით გადაეცემა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 180 საშუალო და მაღალი გამავლობის მანქანით 2014 წელს აღიჭურვა. 20 ახალი სპეც-ავტომობილის გადაცემის შედეგად, რეგიონული სასწრაფოს ავტოპარკი სრულად განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)