23:09 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 12:17:56, 350 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე: ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების შედეგად იქნება მიღებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის 3 თვე აბსოლუტურად საკმარისია. ამასთან, მისთვის აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის განცხადებებები გაუგებარია.

„პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ძალიან კარგი განმარტებები გააკეთა, თუმცა პრეზიდენტმა, სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს, ეს ხდება ურთიერთშეთანხმების შედეგად და შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნო კამპანია 8 ივლისიდან დაიწყოს. იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სრულყოფილად ჩაატაროს, 3 თვე აბსოლუტურად საკმარისია “, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

რაც შეეხება კითხვას, ხედავს თუ არა დაპირისპირებას პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, კალაძემ აღნიშნა, რომ დაპირისპირება არ არსებობს.

„ვერანაირ დაპირისპირებას ვერ ვხედავ. შეიძლება იყო გაუგებრობა და ჩვენი მხრიდან არასწორად იყო ინფორმაციები მიწოდებული, თუმცა გუშინ პრემიერმა ამას ხაზი გაუსვა. ხდება ხოლმე გაუგებრობა, შეცდომა, ეს ნორმალურია, თუმცა ეს არ უნდა გადავაქციოთ პოლიტიკურ თამაშად და ჯიბრში ჩადგომად“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics