|
2016-04-14 18:09:17, 619 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა
ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც დედაენის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. „დღეს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ქართული ენა ჩვენი ერის უდიდესი სიმდიდრე და ჩვენი იდენტობის პირველი ნიშანია. 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად ათასობით კაცი გამოვიდა ქუჩაში. მაშინ ეს იყო წარმოუდგენელი გამბედაობა და ვაჟკაცობა. ეს მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ საბჭოთა რეჟიმი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და დაეკმაყოფილებინა ერთ მუშტად შეკრული ხალხის მოთხოვნა. ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. 14 აპრილის პროტესტმა ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის დაიცავს თავის უმთავრეს ღირებულებებს. დღეს ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა. მთელ საქართველოს ვულოცავ დედაენის დღეს“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)