|
2016-04-14 15:44:50, 576 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ბაკურციხეს განახლებული კულტურის ცენტრი ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გასული საუკუნის 70 -იან წლებში აშენდა და 20 წელია არ ფუნქციონირებს. უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შენობა მთლიანად გარემონტდება. კერამო-გრანიტითა და ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება იატაკი, გაკეთდება მეტალოპლასტმასის ფანჯრები, მდფ-ის კარები, გამოიცვლება შენობის სახურავი. ასევე, დამონტაჟდება გათბობის სისტემა, მოწესრიგდება ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი. გარდა შენობის რეაბილიტაციისა, პროექტი ეზოს მოპირკეთებასაც ითვალისწინებს. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 922 556,31 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოებზე 35 ადამიანია დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)