17:03 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 14:07:13, 1128 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები აცნობიერებენ, რომ ეს შესაძლოა, მათი უკანასკნელი დღე იყოს

ტერრისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმამდე შემცირდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ბარაკ ობამამ აღნიშნა, “ისლამური სახელმწიფოს” ძალები თავდაცვაზე გადავიდნენ და მათი პოზიციები სირიასა და ერაყში სულ უფრო სუსტდება.

“ყოველ დილით “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერები იღვიძებენ და აცნობიერებენ, რომ ეს შესაძლოა, მათი უკანასკნელი დღე იყოს”, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლოაბში “ისლამურმა სახელმწიფომ” სირიასა და ერაყში კონტროლირებადი ტერიტორიების ნაწილი დაკარგა.

შეგახსენებთ, მარტში სირიის არმიამ რუსული ავიაციის მხარადჭერით უძველესი ქალაქი პალმირა გაათავისუფლა. ერაყში კი სამთავრობო ძალებმა ამერიკული კოალიციის დახმარებით ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქიდან მოსულიდან ჯიჰადისტების გასაძევებლად ოპერაცია დაიწყეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics