|
2016-04-14 13:14:17, 574 ნახვა
საზოგადოება
სანიკიძე ტექნიკურ უნივერსიტეტზე: პროტესტის ერთ-ერთი თანამონაწილე რექტორობის კანდიდატი იყო, რომელმაც არჩევნებში ვერ გაიმარჯვა
საქართელოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესი შეფასებას არ საჭიროებს, რადგან მისივე თქმით, პროფესორებს და ყველას აქვს უფლება, პროტესტის იმ ფორმას მიმართოს, რომელიც მას სწორად მიაჩნია. როგორც სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ტექნიკურ უნივერსიტეტში პროტესტი გამომდინარეობს იქიდან, რომ პროტესტის ერთ-ერთი თანამონაწილე რექტორობის კანდიდატი იყო და მან არჩევნებში ვერ გაიმარჯვა: "ამას შემდეგ მოჰყვა ის არგუმენტაცია, რომელიც უკავშირდება მესამე ვადით რექტორის არჩევნების ჩატარებას. კანონის ინტერპრეტაციის უფლება სახელმწიფოში აქვს მხოლოდ სასამართლოს. მომჩივანთა ჯგუფმა სასამართლოს უკვე მიმართა, მე ვფიქრობ, რომ სასამართლო იქნება ის ორგანო, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს სწორად ჩატარდა თუ არა ტექნიკურ უნვერსიტეტში არჩევნები. შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციები ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. პროფესორებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც პროფესორები აცხადებენ, აკადემიურმა საბჭომ, ფრანგიშვილი მესამე ვადით უკანონოდ აირჩია და მას განათლების მინისტრი მფარველობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)