|
2016-04-14 13:08:55, 463 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული ისე, როგორც არასდროს
ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ 2012 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიიის განვითარების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: „შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული ისე, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებების, ან განსხვავებული პოზიციებისა, თანაბრად ყველას უფლებები არის ქვეყანაში დაცული. ჩვენ ყველას გვახსოვს ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ქვეყნაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, როგორი ზეწოლა, შანტაჟი მიდიოდა. ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება წლები, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ხელკეტებით, ქვებით იდევნებოდნენ. ჩვენ ვაშენებთ თანემდროვე, დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას, რომელიც იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძენებული. ხარვეზები ნორმალურია, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, ამიტომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც არის დარჩენილი, მაქსიმალურად უახლოეს მომავალში იქნას აღმოფხვრილი და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმები იქნება განხორციელებული“, - განაცხადა კახი კალაძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)