|
2016-04-14 12:37:49, 448 ნახვა
პოლიტიკა
„გაზპრომთან“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს
შპს „გაზპრომ ექსპორტთან“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი - შპს „გაზპრომ ექსპორტის“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მომზადებული „საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობების და პირობების შესახებ“ 2003 წლის 30 მაისს გაფორმებული №2107-12/03-05 ხელშეკრულების დამატების №22 პროექტი. დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს მიიღებს. აღნიშნული პირობებით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესასვლელად, მხარეებმა, შპს „გაზპრომ ექსპორტმა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ხელი უნდა მოაწერონ საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მოწონებულ პროექტს. შეგახსნებთ, რუსული ენერგოკომპანია ქართულ მხარეს კონტრაქტის გადახედვას და ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობდა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)