|
2016-04-14 11:36:14, 537 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სოფლად განვითარების პროექტის ფარგლებში, იტალიის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით, სოფლად განვითარების პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებისთვის სემინარის მომზადების საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე და ყურადღება პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ დარგის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, ექსტენციის სისტემის შემუშავების, მათ შორის, მობილური ექსტენციის სერვისის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა იტალიელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხეო საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პოტენციალს და აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის იტალიურ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)