|
2016-04-14 11:10:42, 522 ნახვა
საზოგადოება
არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლებისათვის სემინარი ტარდება
საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი საქართველოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის ერთკვირიან სემინარს ატარებს. ღონისძიების მიზანია, მონაწილეები გაეცნონ საარქივო საქმისა და საქმისწარმოების ძირითად საკითხებს, ამ მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებსა და მოქმედ საკანონმდებლო ბაზას. საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები ასევე დაათვალიერებენ ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივებსა და დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიას. სემინარის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)