|
2016-04-13 19:37:08, 647 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი „ახალი სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალი სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, „ახალი სკოლის“ მოსწავლეები „დევნილი ბავშვების“ თემაზე მუშაობენ და მინისტრთან შეხვედრისას ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებით დაინტერესდნენ. სოზარ სუბარმა მოსწავლეებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დევნილი ახალგაზრდები საზოგადოებაში ინტეგრირებულები და წარმატებულები არიან. შეხვედრისას მინისტრი სოზარ სუბარი მოსწავლეებს დაპირდა, რომ მათთან ერთად ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებას მოინახულებს, სადაც ბავშვებს თანატოლების პირადად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. „ახალი სკოლის“ მოსწავლეები „დევნილი ბავშვების“ თემაზე მუშაობის შედეგების შესაჯამებლად გამოფენას გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)