17:04 - 24 May, 2026
|
2016-04-13 14:14:48, 534 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიას ცნობით, 2017 წელს თბილისში 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყურადღება ახალ საბავშვო-ბაღებზე გაამახვილა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 2017 წლისთვის თბილისში კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. მისივე თქმით, საბავშვო ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაგეგმილია დედაქალაქის იმ უბნებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია სხვაობა მოთხოვნასა და არსებული ადგილების რაოდენობას შორის. "2016 წელს დედაქალაქის მერია 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს. 13-ვე ბაღი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და რაც მთავარია, ენერგოეფექტურობის ელემენტები იქნება გათვალისწინებული", - აღნიშნა ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)