|
2016-04-13 14:09:14, 487 ნახვა
საზოგადოება
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე გზების კაპიტალური რეაბილიტაცია იგეგმება
უახლოეს მომავალში გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები აბაშიძის, ბარნოვის, ნუციბიძის, ჟღენტის და ჩარგლის ქუჩებზეა დაგეგმილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაგეგმილი თუ მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია დროულად უნდა მიაწოდონ. "ეს გახლავთ ქალაქის საკმაოდ სტრატეგიული, გადატვირთული და რთული მონაკვეთები და მე მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, პირველ რიგში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, ასევე, გამგეობებს, ტრანსპორტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სამუშაოების მოსამზადებლად, სწორად გათვალონ და დაგეგმონ სამუშაოების შესრულების პერიოდები და დრო. ქალაქში გადაადგილებისას შექმნილი სირთულეები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. სამუშაოები უნდა შესრულდეს დადგენილ ვადებში, შესაძლებლობის ფარგლებში კი, კიდევ უფრო ადრეც", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)