|
2016-04-13 13:59:29, 494 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე იმსჯელეს
მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მიწების აღრიცხვიანობის, გადასახადების დარეგულირებისა და მცირე ზომის მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მექანიზმის შემუშავება ქვეყანისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპული ქვეყნების მიწის კონსოლიდირების პროცესების ზოგადი მიმოხილვა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, ექსპერტმა მიწის გამოყენების საკითხებში - მორტენ ჰარტვიგსენმა წარმოადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)