|
2016-04-13 13:30:25, 566 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯარის, ხოლო უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად საქართველოს ჯარის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 6% ძალიან კარგად აფასებს, 48 % - კარგად, 32% - საშუალოდ, 4% - ცუდად, 1% კი, ძალიან ცუდად. იუსტიციის სახლების საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად აფასებს, 42%- კარგად, 31%-საშუალოდ, 5%-ცუდად, 1%- ძალიან ცუდად. პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 4% ძალიან კარგად აფასებს, 33%-კარგად, 43%- საშუალოდ, 13%- ცუდად, 2%- ძალიან ცუდად. სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 16%- კარგად, 44%-საშუალოდ, 10% - ცუდად, 1%-ძალიან ცუდად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, 13%-კარგად, 42%- საშუალოდ, 15%- ცუდად, 2%-ძალიან ცუდად. მთავარი პროკურატურის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, 10%- კარგად, 38%- საშუალოდ, 16%-ცუდად, 2%-ძალიან ცუდად. სასამართლოების საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, 10%- კარგად, 36%- საშუალოდ, 21%- ცუდად, 4%- ძალიან ცუდად. პარლამენტის საქმიანობას 1% ძალიან კარგად აფასებს, 7% - კარგად, 47% - საშუალოდ, 27% - ცუდად, 5% კი, ძალიან ცუდად. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)