17:04 - 24 May, 2026
|
2016-04-13 12:27:48, 581 ნახვა
საზოგადოება
დაბა წავკისთან მისასვლელი გზა აღდგენილია
შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, დაბა წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა აღადგინა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 880-მეტრიან გზაზე მოიჭრა დაზიანებული გრუნტი; ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით მოეწყო გზის საფუძველი; დაიგო ასფალტბეტონის საფარი; გზის საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაიდგა წყლის გამტარი მილი. გზის რეაბილიტაცია 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამუშაოებზე 20 ადამიანი დასაქმდა. დაბა წავკისთან მისასვლელი ეს გზა საბჭოთა წარსულში დაიგო და აღარ შეკეთებულა. შესაბამისად, იგი კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)