|
2016-04-13 11:50:58, 634 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ს კვლევა: არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 15%, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13% მისცემდა
ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებმაც იციან, ვის მისცემენ ხმას, ამბობს, რომ მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდნენ. კერძოდ, კითხვაზე-ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არ იცის, 15% აცხადებს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 13%-"ნაციონალურ მოძრაობას", 12%-უარს ამბობს გამოკითხვაზე, 6%-არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, ასევე 6%-"თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა ხმას, "ლეიბორისტული პარტიას"-4% მისცემდა ხმას, "პატრიოტთა ალიანსს"-3%, დანარჩენი 4% სხვა პარტიებზე ნაწილდება: ნინო ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიცია, თავისუფალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები, გირჩი, საქართველოს გზა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)