|
2016-04-13 11:44:39, 348 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ს კვლევით თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმეტესობას - 42%-ს არ აქვს პასუხი კითხვაზე რომელი პოლიტიკოსი არ მოსწონს. მათგან კი ვინც კონკრეტული პოლიტიკოსები დაასახელა ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს - 4%. მას მოსდევენ ეკა ბესელია, გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე - 3-3%-ით. კერძოდ კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი არ მოგწონთ გამოკითხულთა 4% პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს. 3-3% ამბობს, რომ არ მოსწონს ეკა ბესელია, გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე, 2-2%-ს არ ამოსწონს მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და თინა ხიდაშელი, 13% პასუხობს, რომ სხვა, 2% ამბობს, რომ არცერთი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 42%-ს, ხოლო 16%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)