|
2016-04-12 19:38:49, 446 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახლო მომავალში საქართველოში ახალი არაბული ინვესტიციები განხორციელდება. "დღეს შედგა აბუდაბის ტახტის მემკვიდრესთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა. ვისაუბრეთ კონკრეტულად მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებზე, კონკრეტულ პროექტებზე. უახლოეს მომავალში შედგება ვიზიტი, გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ მიმართულებებს ინვესტიციების განსახორციელებლად. გუშინ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან და ჩვენს ბიზნესმენებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება ახალი ინვესტიციები ამ ქვეყნიდან საქართველოს რამდენიმე სექტორში. ასევე ხელი შეეწყობა საქართველოდან ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ამ ქვეყანაში, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგია,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრს სტუმრობდა სადაც საინვესტიციო შეხვედრას დაესწრო და პლენარულ სესიაზე „global leaders debate",-ე სიტყვით გამოვიდა. კვირიკაშვილმა მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და საქართველოში ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობის შემუშავებული ახალი ინიციატივები გააცნო. დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო შეხვედრას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირები, უმსხვილესი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)