|
2016-04-12 16:25:14, 620 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერში ხე-მცენარეები ვანდალურად გაანადგურეს
ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერში ხე-მცენარეები ვანდალურად გაანადგურეს, - ამის შესახებ ბათუმის მერიის განხადებაშია აღნიშნული. როგორც მერიაში აცხადებენ, ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ამასთან, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა. „დღეს გამთენიისას შინდისის გმირების სახელობის სკვერში ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები. დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი. ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ გაიხსნა. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)