|
2016-04-12 15:36:05, 532 ნახვა
საზოგადოება
აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან - ლექტორები რექტორის გადადგომას ითხოვენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციები ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. პროფესორებმა შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც პროფესორები აცხადებენ, აკადემიურმა საბჭომ, ფრანგიშვილი მესამე ვადით უკანონოდ აირჩია და მას განათლების მინისტრი მფარველობს. “ვაპროტესტებთ უკანონობას, რომელიც სუფევს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არჩევით ორგანოებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ერთი და იგივე პიროვნების ზედიზედ სამი ვადით არჩევა არ შეიძლება. ეს კანონი ჩვენთან უხეშად დაირღვა. მესამე ვადით არის არჩეული რექტორი, მესამე ვადით არის არჩეული კანცლერი, მესამე ვადით არის არჩეული აკადემიური საბჭოს 5 წევრი“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)