|
2016-04-12 14:17:14, 534 ნახვა
საზოგადოება
რუხისა და მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრებში მოხალისეობის თემაზე ტრენინგები ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საზოგადოებრივ ცენტრებში სხვადასხვა თემატურ ტრენინგებს განაგრძობს. ცენტრის ინფორმაციით, რუხსა და მარტყოფში ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებისთვის მოხალისეობის კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგები ჩატარდა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ მოხალისეობის არსის შესახებ გამართულ დისკუსიაში, ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ წინაპირობებზე. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა ჯგუფური სავარჯიშოების სახით წარადგინეს ის პროექტები, რომლების განხორციელებაც საკუთარ სოფლებში შესაძლებელია მოხალისეობრივ საწყისებზე. მათ შორის დაიგეგმა ეკოლოგიური მნიშვნელობის აქტივობები. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)