|
2016-04-12 13:59:02, 502 ნახვა
საზოგადოება
9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით კიევში საქართველო-უკრაინის მეგობრობის ხეივანი გაიხსნება
1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კიევში, პარკ „Відрадний"-ში ხეები დარგეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამავე პარკში იგეგმება საქართველო-უკრაინის მეგობრობის ხეივნის გაიხსნა. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება, კიევის სოლომიანსკის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, მაქსიმ შკურო და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, მიხეილ უკლებამ, რომელმაც ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და დაღუპული გმირების შესახებ. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ კიევის სოლომიანსკის რაიონის სკოლების მოსწავლეები, რომელთაცსანთლები დაანთეს და ყვავილებით შეამკეს დარგული ხეები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)